1759260719
ჯეი დი ვენსი აშშ-ის მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერებაში დემოკრატებს ადანაშაულებს

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერებაში დემოკრატებს ადანაშაულებს. „სიბიესთან“ ინტერვიუში ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ე.წ. შათდაუნის გამო, მტკივნეული პროცესები მოხდება.
„ისინი არ უნდა ხურავდნენ მთავრობას იმის გამო, რომ პოლიტიკური უთანხმოება აქვთ“, – განაცხადა ვენსმა,
ვენსის განცხადებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ სერვისების დიდი ნაწილი ღია და ფუნქციური დარჩეს.
“ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ, თუმცა იქნება მტკივნეული პროცესები“, – აღნიშნა ვენსმა.
ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა. სენატმა მხარი არ დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად.