ივნისში ესპანეთში ინფლაციის მაჩვენებელმა ბოლო 37 წლის მაქსიმუმს მიაღწია - ადგილობრივი მედია

ესპანეთი

მიმდინარე წლის ივნისში ესპანეთში ინფლაციის მაჩვენებელმა ბოლო 37 წლის მაქსიმუმს მიაღწია - სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2022 წლის ივნისში 10,2%-მდე გაიზარდა, რაც ენერგომატარებლებისა და საკვები პროდუქტების ფასების მკვეთრი ზრდით არის გამოწვეული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (INE) მონაცემებით, წლიური ინფლაცია ივნისში 10,2%-ს შეადგენს. ინფლაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 1985 წლის აპრილში დაფიქსირდა. უწყების ცნობით, ბოლო ერთ თვეში ფასები 1,8%-ით გაიზარდა.

ესპანეთის სტატისტიკის ეროვნულ ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ენერგომატარებლებისა და საკვები პროდუქტების ფასების მკვეთრი ზრდის გარდა ინფლაციის ზრდაში თავისი როლი სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში ფასების ზრდამაც შეასრულა.