ჰოლივუდის რომელმა ვარსკვლავებმა დაკარგეს სახლები კალიფორნიის ხანძრის გამო?
1736456250
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს უპასპინძლა სირიაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად.
„ჩვენ ვემხრობით ლტოლვილების დაბრუნებას, რომლებიც სირიის მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ, რათა უზრუნველვყოთ სტაბილური სიტუაცია მთელ ახლო აღმოსავლეთში“, – განაცხადა ტაიანიმ შეხვედრის დაწყებამდე.
ანტონიო ტაიანიმ დადებითად შეაფასა ჯოზეფ აუნის არჩევა ლიბანის ახალ პრეზიდენტად.
„გენერალი აუნი იტალიის მეგობარია, ჩვენ მას ძალიან კარგად ვიცნობთ. მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ლიბანსა და ისრაელს შორის ახალი ურთიერთობების დაწყებას“,- აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, იტალიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, რომ დასავლური სანქციები თავდაპირველად დაწესდა, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე საპასუხოდ და რომ ახლა ევროკავშირმა პოზიციას უნდა გადახედოს.
„სიტუაცია სირიაში შეიცვალა, ამიტომ უნდა ვნახოთ, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის პოზიციაც. როგორც იცით, ევროპული ქვეყნების სანქციები ერთად წყდება, მაგრამ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ, რადგან ასადი აღარ არის, არის ახალი სიტუაცია“, – დასძინა ანტონიო ტაიანიმ.