იტალიელმა ქალმა 40 და 42 წლის შვილებს, რომლებსაც ცალკე ცხოვრება არ უნდოდათ, სასამართლო დავა მოუგო

პულტი

75 წლის იტალიელმა ქალმა შვილებს, რომლებსაც ცალკე ცხოვრება არ უნდოდათ, სასამართლო დავა მოუგო.

დედამ შვილებს იმის გამო უჩივლა, რომ მისი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, დამოუკიდებლად ცხოვრებაზე უარი თქვეს.

როგორც უცხოური მედია წერს, ორივე მათგანი დასაქმებულია, თუმცა, ისინი დედის დახმარებასა და საყოფაცხოვრებო ხარჯების გაწევაზე უარს ამბობდნენ. ოჯახში ყველა ხარჯის გაწევა 75 წლის ქალს უწევდა.

მოსამართლემ ხანდაზმული ქალის საჩივარი დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მშობლების ვალდებულებისა იზრუნონ შვილებზე, 40 წლის ადამიანი ბავშვი აღარ არის.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილებმა დედის სახლი 18 დეკემბრამდე უნდა დატოვონ.

ასევე ნახეთ:

ოჯახს მივხედე, შვილებს ვასწავლე, კომუნალურებსაც კი აქედან ვიხდიდი, ახლა მეუბნება – შენ რა ქალი ხარ, დანაზოგიც არ გაგიკეთებიაო?!

ახალი კვლევა, რომლის შედეგები შემაშფოთებელია

კატასტროფას გადარჩენილი ბორტი - დაკავებულია პილოტი, რომელიც ფრენისას ძრავის გამორთვას ცდილობდა