იტალიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი, მათ შორის ბავშვები

ar gadakveToT

იტალიის სამხრეთ ნაწილში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია.

გამოცემის ცნობით, ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, სლოვენიელი ტურისტების ოჯახი, ცოლ-ქმარი და ორი შვილი. იტალიური მედიის ინფორმაციით, ისინი 13 და 14 წლის ასაკის იყვნენ.

ამასთან, ერთ-ერთი დაღუპული სლოვენიის კომერციული ტელევიზიის დირექტორი 54 წლის ბოშტიან რიგლერი. რიგლერების ოჯახი დასასვენებლად იტალიაში იმყოფებოდა.

ბორტზე ასევე იმყოფებოდა 64 წლის ექიმი მაურიციო დე ჟიროლამო, რომელიც ღამის ცვლაში მუშაობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. დაიღუპა ორივე პილოტი.

„ექიმმა ახლახან დაასრულა სამუშაო ცვლა და ამინდის გამო სახლში დაბრუნება ვერტმფრენით გადაწყვიტა.  ჩვენი საზოგადოება შოკშია“, - განაცხადა გარგანოს კუნძულის მერმა პეპინო კალაბრესემ.

რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.