რას ჰყვება თვითმხილველი უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა
1728367263
ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმა გააპროტესტეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მიტინგში 110 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისრაელში გამართული უდიდესი აქცია იყო. დემონსტრანტებმა მოქმედი კოალიციური მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
მიტინგის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისრაელში მმართველობის სისტემას საფრთხე ემუქრება. ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ისრაელის მოქალაქეები სასამართლოებს დაიცავენ.
მთავრობის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ წარმოდგენილი რეფორმა სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
„ბიბისის“ ცნობით, ნეთანიაჰუს კოალიციური მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმა მისცემს საშუალებას მთავრობას, უგულებელყოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებები. ოპონენტები ასევე ამტკიცებენ, რომ ამ რეფორმის მიღებით ნეთანიაჰუ, რომლის წინააღმდეგაც კორუფციის ბრალდებით საქმეა აღძრული, ცდილობს, მართლმსაჯულებას დაუსხლტეს.