1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 4 თვიანი პროტესტის შემდეგ პოლიციის ახალი უფროსი დანიშნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ახლად დანიშნული პოლიციის უფროსი აჰმაზრეზა რადანი 2008 წლიდან 2014 წლამდე პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
აჰმაზრეზა რადანი 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომიტინგეების დარბევასა და „მორალის პოლიციის“ შექმნაში მონაწილეობდა.
მედიასაშუალების ცნობით, რადანი სამართალდამცავი ძალების სტრატეგიული კვლევების ცენტრსაც ხელმძღვანელობდა.
აიათოლა ალი ხამენეიმ რადანს მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ ხალხი კმაყოფილი იყოს პოლიციის მუშაობით.
ირანში საპროტესტო აქციები 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი ირანის „ზნეობის პოლიციამ“ ქალებისთვის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის „არასათანადო“ შეუსრულებლობის გამო დააკავა. აქციების დროს დაღუპულია სულ მცირე 517 მომიტინგე და დაკავებულია 19200-ზე მეტი ადამიანი.