ისრაელს „ჰეზბოლასთვის“ ბევრი სიურპრიზი აქვს - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას დაჯგუფება „ჰეზბოლასთვის“ მრავალი სიურპრიზი აქვს მომზადებული. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

„ჰეზბოლა“ ერთი მეორეს მიყოლებით ძალიან ძლიერ დარტყმებს განიცდის. ჩვენ [ჰასან] ნასრალა გავანადგურეთ და კიდევ გვაქვს მომზადებული მრავალი სიურპრიზი, რომელთა ნაწილი უკვე რეალიზებულია, ხოლო დანარჩენი შემდგომში იქნება“, - თქვა გალანტმა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) 36-ე დივიზიაში სტუმრობისას.

„ჰეზბოლას“ სარაკეტო დანაყოფმა ძალიან დიდი დანაკარგები განიცადა. მისი დიდი ნაწილი ხარისხიანი და ზუსტი ოპერაციის შედეგად განადგურდა. სარდლობა და მართვა, კავშირგაბმულობა, ნასრალას შემდეგ მეორე და მესამე რანგის ფაქტობრივად მთელი ხელმძღვანელობა ლიკვიდირებულია“, - აღნიშნა მან.

გალანტის მტკიცებით, ისრაელის თავდაცვის არმია ოპერაციას ლიბანის რამდენიმე სოფელში ატარებს და პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ არ განადგურდება „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა, რითაც ის ისრაელზე თავდასხმებს ახორციელებს.