ისრაელმა თეირანზე "ფართომასშტაბიანი დარტყმების" ტალღა დაასრულა

 ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჰეზსბოლას 2 მეთაური მოკლეს - დაჯგუფების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის უფროსი და იარაღის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი

 ისრაელმა თეირანზე "ფართომასშტაბიანი დარტყმების" ტალღა დაასრულა - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სამხედრო ძალები ავრცელებს.

მათი განცხადებით, მთავარი სამიზნე სამთავრობო ინფრასტრუქტურა იყო. სამიზნე გახდა ქალაქ ბანდარ-აბასისა და შირაზის გარეუბნებიც. საერთაშორისო მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ისპაჰანის უნივერსიტეტის შენობაზეც.

მთელი ღამის განმავლობაში განგაშის ხმა ისმოდა თელ-ავივშიც. მანამდე კი, ქალაქ ნაჰარიაზე "ჰეზბოლას" მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 13. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, სხვა ინფრასტრუქტურა და ავტომობილები.

გამთენიისას აფეთქებების ხმა ისმოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც. სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის თავდასხმის შედეგად კი ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ოთხი.