ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში
1753127552
ისრაელმა იემენში მდებარე ჰოდეიდის პორტზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს.
ისრაელ კაცის თქმით, მათი სამიზნე „ჰუსიტები“ არიან, რომლებიც აკონტროლებენ იემენის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ნაწილს, მათ შორის ჰოდეიდის პორტს.
„როგორც უკვე ნათლად განვაცხადე, იემენის ბედი თეირანის ბედის მსგავსია. „ჰუსიტები“ დიდ ფასს გადაიხდიან ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ რაკეტების გაშვებისთვის“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.