ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ პრემიერ-მინისტრი რაუჰი მუშტაჰა მოკლა

რაუჰი მუშტაჰა

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ მთავრობის თავმჯდომარე რაუჰი მუშტაჰა მოკლა. ინფორმაცია „ცაჰალის“ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

„ცაჰალის“ ცნობით, მუშტაჰას ლიკვიდაცია დაახლოებით სამი თვის წინ მოხდა, თუმცა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ დღეს დადასტურდა.

ისრაელის თავდაცვის არმიაში აღნიშნავენ, რომ მუშტაჰა „ჰამასის“ ახალი ლიდერის იაჰია სინვარის „მარჯვენა ხელი“ და უახლოესი ადამიანი იყო. მუშტაჰა და სინვერი წლების წინ ერთად იხდიდნენ სასჯელს ისრაელის ციხეში, ხოლო გათავისუფლების შემდეგ „ჰამასის“ იერარქიაში მოწინავე პოზიციები დაიკავეს.

„მუშტაჰა ღაზის სექტორში „ჰამასის“ პოლიტიკურ ბიუროში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იყო. ომის დროს ის „ჰამასის“ რეჟიმზე სამოქალაქო კონტროლს ახდენდა და ამავდროულად ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული საქმიანობით იყო დაკავებული“, - აღნიშნულია „ცაჰალის“ ინფორმაციაში.