2026 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1767115581
ისრაელის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ოპოზიციური პარტიის „ისრაელი ჩვენი სახლი“ ლიდერმა, ავიგდორ ლიბერმანმა, კომენტარი გააკეთა რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
მან ყურადღება გაამახვილა ღაზაზე და განაცხადა, რომ თუ თურქეთი სირიასა და ღაზაში თავის პოზიციებს გაამყარებს, ამ რეგიონებიდან მის გაძევებას ვერავინ შეძლებს. როგორც ლიბერმანმა აღნიშნა, რეგიონში ძალთა ბალანსი შეიცვალა, შესაბამისად, ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს.
„რა მოხდა სირიაში? ასადის რეჟიმი ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა რეჟიმმა ჩაანაცვლა. ირანელების ნაცვლად იქ თურქები მოვიდნენ და უკვე ამონტაჟებენ სამხედრო აღჭურვილობას. არავის უკითხავს ჩვენი აზრი თურქეთისთვის F-35-ის მიწოდების თაობაზე. ამ ყველაფერთან ერთად, თურქეთის გამოჩენამ ღაზაში რეგიონში ძალთა ბალანსი მკვეთრად შეცვალა. ამიტომ ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს.“ - განაცხადა ავიგდორ ლიბერმანმა.
Former Israeli Defence Minister Avigdor Lieberman:
— Clash Report (@clashreport) December 30, 2025
What happened in Syria? We replaced the Assad regime with an Al-Qaeda regime. Instead of Iranians, the Turks arrived and are installing equipment.
No one asked us about supplying F-35s to Türkiye.
Together with the Turkish… pic.twitter.com/e3IOTguF5u