Netflix-ი ჯგუფ Take That-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გამოუშვებს

Take That

Netflix-მა საკულტო ბრიტანული პოპ ჯგუფის, Take That-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის, „ამომწურავი ისტორია“ Defitive Story-ის პირველი თრეილერი გამოუშვა. სამსერიიანი პროექტის პრემიერა 2026 წლის 27 იანვარსაა დაგეგმილი.

თიზერი 90-იანების საარქივო საკონცერტო კადრებზეა აგებული - იმ პერიოდზე, როდესაც Take That-ი პოპულარობის პიკზე იყო. დოკუმენტურ სერიალში მონაწილეობს ჯგუფის ყველა წევრი: მარკ ოუენი, გარი ბარლოუ, ჯეისონ ორენჯი, ჰოვარდ დონალდი და რობი უილიამსი. მუსიკოსები ჰყვებიან თავიანთ საერთო გზაზე, რომელიც 35-წლიან კარიერას მოიცავს.