1750241535
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შესახებ: ასე ეცემა დიქტატურა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი სოციალურ ქსელ X-ში ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თეირანში ტორნადო მძვინვარებს“.
„თეირანში ტორნადო მძვინვარებს. სიძლიერის სიმბოლოები დაიბომბა და დაინგრა - სამაუწყებლო ხელისუფლებით დაწყებული და მალე სხვა მიზნებით დასრულებული, ადამიანები მასობრივად გარბიან. ასე ეცემა დიქტატურა“, - დაწერა კაცმა.