Air India-ის კატასტროფის სავარაუდო მიზეზი დასახელდა - თვითმფრინავის ჩამოვარდნას 270-მდე ადამიანი ემსხვერპლა

air india

გამომძიებლები Air India-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზს ასახელებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მათი თქმით,  Air India-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნა შეიძლება  გამოწვეული ყოფილიყო იმით, რომ ის ფრენისას გადაუდებელი სიტუაციებისთვის განკუთვნილ ელექტროენერგიაზე მუშაობდა. 

Air India-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმფრინავი აფრენიდან 40 წამში ჩამოვარდნა. 

გამომძიებლები მიზეზის დადგენას ცდილობენ, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ავიაკატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.