ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში სამხრეთ ლიბანში 65-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათი სამიზნე იყო იარაღის საწყობები, სათვალთვალო პუნქტები და სამეთაურო ცენტრები, რომელთაც „ჰეზბოლა“ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებისა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდა.
მათივე თქმით, იერიშის დროს 20-ზე მეტი ტერორისტი გაანეიტრალეს.
პარალელურად, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2 მარტიდან, ლიბანში, საერთო ჯამში, სულ მცირე, 3 000 ადამიანი დაიღუპა, 9000-ზე მეტი კი დაშავდა.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი და „ჰეზბოლა“ კვლავ აგრძელებენ ერთმანეთზე თავდასხმებს და ორივე მხარე ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.