ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანზე შეტევა „რამდენიმე დღე“ გაგრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის (IDF) შტაბის უფროსის, ეიალ ზამირის განცხადებით, ისრაელის სამხედროებმა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ „შეტევითი კამპანია“ დაიწყეს, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გაგრძელდება.

„ჩვენ დავიწყეთ შეტევითი კამპანია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. ჩვენ არა მხოლოდ თავდაცვით პოზიციაზე ვართ, ახლა შეტევაზე გადავდივართ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ რამდენიმედღიანი ბრძოლისთვის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი თავდაცვითი მზადყოფნა და უწყვეტი შეტევითი მზადყოფნა“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, 140-ზე მეტი კი დაშავდა. ისრაელის სამხედროებმა მანამდე აღნიშნეს, რომ მათ დარტყმები განახორციელეს „ჰეზბოლას მაღალი რანგის ტერორისტებზე ბეირუთის რაიონში“ და „ჰეზბოლას“ ცენტრალურ სამეთაურო პოზიციაზე სამხრეთ ლიბანში“.

ამასთან, „ჰეზბოლამ“ დაადასტურა, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის საპასუხოდ