ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს

ლიბანი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაემ, განაცხადა, რომ მდინარე ზაჰრანის სამხრეთით მცხოვრებმა ყველა მცხოვრებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს სახლები და ჩრდილოეთისკენ გადავიდეს.

მათივე თქმით, ისრაელის სამიზნეს დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ობიექტები წარმოადგენენ.

ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 687-ს მიაღწია.

მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 98 ბავშვი და 62 ქალია. ოფიციალური პირების თქმით, იმავე პერიოდში 1774 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 304 ბავშვი და 328 ქალი.