ისრაელის ტანკები დამასკოდან 25 კილომეტრში იმყოფებიან

IDF forces seen entering Syria, in a handout photo issued by the military on December 9, 2024. (Israel Defense Forces)

სირიაში ისრაელის სამხედრო ინტერვენცია გრძელდება. ისრაელის ტანკები სირიის დედაქალაქ დამასკოდან 25 კილომეტრში იმყოფებიან.

ისრაელის მედია სირიულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის ჯარებმა მიაღწიეს ქატანას, რომელიც სირიის ტერიტორიაზე საზღვრიდან 10 კილომეტრშია, დემილიტარიზებული ზონის აღმოსავლეთით, რომელიც ჰყოფს გოლანის მაღლობებს სირიისგან. ეს ნიშნავს, რომ ისრაელის სამხედრო ტექნიკა ბუფერული ზონიდან გავიდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ადგილზე ოპერირება მხოლოდ ბუფერულ ზონაში იგეგმება და არა მის მიღმა.