„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოება იყო და ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების მისია, – ამის შესახებ იოავ გალანტმა სოციალ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ მოკლე წერილში ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ გალანტის უფლებამოსილება ამ წერილის მიღებიდან 48 საათის შემდეგ დასრულდება.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას გაწეული სამსახურისთვის“, – აღნიშნულია წერილში.
იოავ გალანტს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი შეცვლის.