ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელი

ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

არაბული მედიის თანახმად, ქალაქ ხან იუნისის მახლობლად, ბანი სუჰეილას ზონაში ისრაელმა საცხოვრებელი სახლი დაბომბა, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის თავდასხმებს ხან იუნისის აღმოსავლეთით, აბასან ალ-კაბირაში.

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში 19 ნოემბერს მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროს, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის სამიზნე ქალაქი ღაზა და ქალაქი ხან იუნისი იყო. ისრაელში თქვეს, რომ ეს იყო საპასუხო მოქმედება „ჰამასის“ თავდასხმაზე, რომლის წევრებმა ისრაელის ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. ისრაელის თავდასხმებს „ჰამასმა“ „სერიოზული ესკალაცია“ უწოდა.