ისრაელის არმია: ირანის სარაკეტო თავდასხმა გრძელდება

რაკეტები

ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმა გრძელდება.

„გთხოვთ, დარჩეთ დაცულ ტერიტორიაზე შემდგომ შეტყობინებამდე“, - ნათქვამია „ცაჰალის“ განცხადებაში.

ისრაელის არმიაში ასევე აღნიშნეს, რომ აფეთქებები, რომელიც ისმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩამოგდებულ რაკეტებს უკავშირდება.

ისრაელური მედიის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა.

„ცაჰალში“ განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.