სასიხარულო სიახლე მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1710016135
ისრაელი რაფაჰის სამხრეთში მყოფ პალესტინელებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ას ათასამდე მოსახლეს მოუწოდეს ხან-იუნისსა და ალ-მავასიში მდებარე კარვებისკენ გადაადგილდნენ.
სავალდებულო ევაკუაციის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, არმია მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, ფლაერებსა და სოციალურ მედიას იყენებს. რაფაჰის სამხრეთში პალესტინელების ნაწილმა ტერიტორიის დატოვება უკვე დაიწყო. ისრაელი ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქში სამხედრო ოპერაციას უკვე რამდენიმე თვეა აანონსებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასთან “ მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, რაფაჰში სამხედრო ოპერაცია გარდაუვალია, ვინაიდან ამის გარეშე „ჰამასზე“ გამარჯვება შეუძლებელია.
ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
1716102521
სენაკში 25 წლის მამაკაცი მოკლეს
1716102553