ისრაელი ლიბანის სამხრეთ ნაწილში უსაფრთხოების ზონას აფართოებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი ლიბანის სამხრეთ ნაწილში უსაფრთხოების ზონას აფართოებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ეს ნაბიჯი შექმნის გაფართოებულ ბუფერულ ზონას, ასევე, ხელს შეუშლის ირანის მიერ მხარდაჭერილ ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“, რომ ისრაელში სახმელეთო გზით შეიჭრას.

ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის ჯარებმა ლიბანის სამხრეთით რამდენიმე ხიდი ააფეთქეს. თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ეს ხიდები იარაღის გადასატანად გამოიყენებოდა.