ისრაელი აძლიერებს ოპერაციებს ლიბანში - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ლიბანში სტრატეგიულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუ აღნიშნავს, ისრაელის სამხედრო ძალები ადგილზე "დიდი ძალებით" მოქმედებენ და მიზნად ისახავენ "სტრატეგიული ტერიტორიების" დაკავებას.

ცნობისთვის, ნეთანიაჰუს ამ განცხადებამდე, ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, მათმა ჯარისკაცებმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში, ე.წ. ყვითელი ხაზის მიღმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.