„ის არც ერთ დედამიწელ კაცს არ ჰგავს“ - მსახიობისა და უცხოპლანეტელის უცნაური სიყვარულის ისტორია

.jpg

ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელზეა შეყვარებული, აცხადებს, რომ ის მაშინ გაიცნო, როცა უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს. უარს ამბობს, მეგობარი ბიჭი მსოფლიოს აჩვენოს, რადგან შიშობს, რომ მას 51-ე ზონაში გადაიყვანენ.

უცხოპლანეტელზე შეყვარებული ქალი timesnownews-ს ესაუბრა. 

ამერიკელი მსახიობი და პოდკასტერი, ები ბელა ასევე ცნობილია, როგორც ემანუელა როუზი. 

ის ამბობს, რომ უცხოპლანეტელთან შეხვედრა ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინა მცდელობები, ადამიანური ურთიერთობა დაემყარებინა.

„მე გამიტაცეს უცხოპლანეტელებმა დაახლოებით ერთი წლის წინ Canary Wharf-ში. მე მას კოსმოსურ ხომალდზე შევხვდი - თავად აქვს პატარა კოსმოსური ხომალდი. მე ვსაუბრობდი იმაზე, თუ როგორები არიან დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები და რომ უკეთესი იყო უცხოპლანეტელების მიერ გატაცება, ვიდრე Tinder-ზე გაცნობის გაგრძელება“.

„უცხოპლანეტელს ხუმრობა  მოეწონა, ის უბრალოდ თვლის, რომ სასაცილო ვარ. ვფიქრობ, რომ ის საყვარელია,  ჩემი ტიპია და ჩვენ უბრალოდ, ერთმანეთს ვეთანხმებით“.

„სიამოვნებით გაგაცნობდით ჩემს უცხოპლანეტელ ბიჭს, მაგრამ უსაფრთხოების გამო ჯობია, არ გამოჩნდეს. თქვენ იცით, დედამიწაზე ზონა 51 რასაც ნიშნავს, არ მინდა, რომ მასზე ექსპერიმენტები ჩატარდეს“. - ამბობს აბი.

მსახიობმა ასევე აღნიშნა: 

„როდესაც მენატრება, თოჯინა უცხოპლანეტელი მყავს და ის მახსენებს ჩემს ბიჭს, რადგან ჩემი შეყვარებული კაპიტანია და თავისი ხომალდით დედამიწაზე მოგზაურობს. 

აბი შეყვარებულს „პოლის“ ეძახის და ამტკიცებს, რომ ის „ანდრომედას გალაქტიკიდანაა“.

„ის ამ სამყაროს მიღმაა, რაც ყველაზე მეტად მომწონს, რომ დედამიწელ არც ერთ კაცს არ ჰგავს, არ იტყუება. უცხოპლანეტელებმა არ იციან ტყუილი. 

მათ უბრალოდ, არ აქვთ ცრურწმენები, არც სექსისტური წარმოდგენები, რაც ბევრ დედამიწელს ახასიათებს.  მას ჩემში მოსწონს ის, რომ განსხვავებული და საკმარისად გახსნილი ვარ“. - ამბობს აბი. 

ცნობისთვის, 51-ე ზონა არის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მაღალი კლასიფიკაციის დაწესებულების საერთო სახელწოდება, ნევადას სატესტო და სასწავლო დიაპაზონში