„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებთან გაფორმებულმა ურთიერთგაგების მემორანდუმმა ნავთობისა და ნავთობქიმიურ სექტორზე სანქციები მოხსნა, კატარში გაყინული 12 მილიარდი დოლარის აქტივებიდან 6 მილიარდი დოლარი გათავისუფლდება და ირანს დაუბრუნდება, - იუწყებიან ირანული სახელმწიფო მედიასაშუალებები.
იმავდროულად, მემორანდუმის იმპლემენტაციაზე მომუშავე ირანული და ამერიკული ტექნიკური ჯგუფები უახლოეს დღეებში დოჰაში შეხვედრას გეგმავენ - განუცხადა „როიტერსს“ მოლაპარაკებების კურსში მყოფმა წყარომ.
წყაროს ცნობით, შუამავლებმა დაამყარეს საკომუნიკაციო არხები ნებისმიერი ინციდენტის დეესკალაციისთვის და ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება.