„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
ირანმა პაკისტანის შუამავლობით აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი ტექსტი გაუგზავნა. ირანული მედიის თანახმად, ტექსტი ამჟამად პაკისტანის შუამავლებს აქვთ, რომელიც მოგვიანებით ვაშინგტონში გაიგზავნება.
წყაროს ცნობით, ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ გაგზავნეს ტექსტი ირანის წინა წინადადებაზე საპასუხოდ, რომელიც ასევე 14 პუნქტს მოიცავს.
„ირანმა, შეტყობინებების გაცვლის ბოლოდროინდელი პრაქტიკის შესაბამისად, ცვლილებების შეტანის შემდეგ, პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით კიდევ ერთხელ წარადგინა 14-პუნქტიანი ტექსტი“, – განაცხადა წყარომ.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, ირანის ახალი ტექსტი ფოკუსირებულია „ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებსა და ამერიკული მხარის მიერ ნდობის აღდგენის ღონისძიებებზე“.