ირანული მედია: ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი დაშავდა

მოჯთაბა ამანი

ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი მოჯთაბა ამანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ელჩი მსუბუქად დაშავდა და ის ბეირუთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლიბანში, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ასობით მებრძოლი დაშავდა მას შემდეგ, რაც პორტატული პეიჯერები უეცრად აუფეთქდათ.

„ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული დარღვევაა, რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან ომის თითქმის ერთი წლის განმავლობაში.

ლიბანური მედია ამტკიცებს, რომ საკომუნიკაციო მოწყობილობები, სავარაუდოდ, ისრაელის მიერ დაჰაკვის შედეგად აფეთქდა.