1775204481
ირანული მედია ამერიკელი მფრინავის ტყვედ აყვანის შესახებ იუწყება
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ირანის საჰაერო სივრცეში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო მისი პილოტი ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამერიკელებს ეგონათ, რომ მათმა სამხედრომ კატაპულტირება მოასწრო და ირანის ფარგლებს გარეთ, სხვა ქვეყანაში პარაშუტით დაეშვა.
ამერიკელებმა სხვა თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი პილოტის მოსაძებნად გაუშვეს, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნეს.
საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ამერიკელი პილოტი ირანელმა სამხედროებმა დაატყვევეს. შემთხვევის სხვა დეტალები არ ვრცელდება.











