საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
1775230573
ირანის თავზე ამერიკული გამანადგურებლის ჩამოვარდნის შემდეგ, ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ეკიპაჟის წევრებს იპოვიან და მათ ცოცხლად ჩააბარებენ ხელისუფლებას, სპეციალურ ჯილდოს მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს.
სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები საკუთარი ავტომობილებით გაემართნენ კატასტროფის ადგილისკენ პილოტის დასაკავებლად.
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა მოუწოდა ადგილობრივებს, პილოტის დაკავების შემთხვევაში მას ფიზიკური ზიანი არ მიაყენონ.