ირანში, ძალოვნებმა 15 წლის გოგო ცემით მოკლეს - BBC

ირანელი გოგო

მასწავლებელთა პროფკავშირის მტკიცებით, 15 წლის გოგონა ჩრდილო-დასავლეთ ირანში გასულ კვირას მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მას უსაფრთხოების ძალებმა სხვა მოსწავლეებთან ერთად სცემეს, სკოლაში დარბევის დროს სცემეს. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ცნობით, ხელისუფლება არდებილის შაჰედის საშუალო სკოლაში გოგონებს უკანონოდ აიძულებდა, მონაწილეობა მიეღოთ პროსამთავრობო ღონისძიებაში.

ღონისძიების დასაწყისში, რამდენიმე მოსწავლემ მთავრობის წინააღმდეგ სკანდირება დაიწყო, რის შემდეგაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა დაცვის თანამშრომლებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, ბევრი მათგანი კი სცემეს. ასრა ფანაჰის გარდაცვალებამ არდებილის მცხოვრებლების პროტესტი გამოიწვია.

„ასრა პანაჰი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე სტუდენტიდან, რომელიც არდებილში მომხდარ ინციდენტში დაშავდა. მათ თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალები, როცა მათ უზენაესი ლიდერის ქება-დიდებაზე უარი თქვეს,“– ნათქვამია მასწავლებელთა პროფკავშირის განცხადებაში.

ცნობისთვის, ერთი თვის წინ ირანში დაწყებულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს, რამდენიმე მოზარდი გოგოს სიცოცხლე შეეწირა. აქტივისტები და ახლობლები მათ სიკვდილში უსაფრთხოების ძალებს ადანაშაულებენ – რასაც ოფიციალური ირანის ხელისუფლება უარყოფს.