კანადამ ირანს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო ახალი სანქციები დაუწესა

კანადა

კანადამ ირანში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ეს არის სანქციების რიგით მესამე პაკეტი, რომელიც დაწესდა „ადამიანის უფლებების სისტემატური უხეში დარღვევების და რეგიონში უსაფრთხოებისა და წესრიგის ძირგამომთხრელი ქმედებებისთვის“.

სანქციების ახალ პაკეტში 6 ფიზიკური პირი და 4 ორგანიზაცია მოხვდა. ფიზიკურ პირებს შორის არიან შს მინისტრის მოადგილე სეიედ მაჯიდ მირაჰმადი, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ერთ-ერთი ოპერაციული ბაზის მეთაური მოჰამად ქარამი და ირანის სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ეზატოლა ზარგამი. რაც შეეხება სანქცირებულ ორგანიზაციებს, ისინი ირანის ხელისუფლების სტრუქტურაში კომისიებისა და საბჭოების სახით ფუნქციონირებენ.