ირანში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაძე ძლიერი გვალვა დაფიქსირდა - ხელისუფლება დედაქალაქის ევაკუაციასაც განიხილავს

ირანი

ირანში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვა დაფიქსირდა, რის გამოც ხელისუფლება რამდენიმე რეგიონისთვის, მათ შორის, დედაქალაქ თეირანისთვის წყლის მიწოდებას ზღუდავს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

ისლამურმა რესპუბლიკამ შაბათს საღამოს მოსახლეობის წყალმომარაგების მკაცრი შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა, რაც მზარდი კრიზისით არის გამოწვეული. აღნიშნულმა, შესაძლოა, დედაქალაქის დაშრობა გამოიწვიოს. მედიის ცნობით, ხელისუფლება დედაქალაქის ევაკუაციასაც განიხილავს.

"ჩვენ იძულებულნი ვართ, გარკვეულ საღამოობით მოქალაქეებს წყლის მიწოდება შევუწყვიტოთ, რათა რეზერვუარების შევსება შევძლოთ", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა აბას ალიბადიმ.

ალიბადიმ ირანელებს ურჩია, რომ დაბალი წნევისა და წყალმომარაგების შეფერხების კომპენსაციისთვის წყლის ტუმბოები დაამონტაჟონ.