ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები დასრულების შემდეგ, ირანის საგარეო უწყების სპიკერი აცხადებს, რომ მხარეებმა ტექნიკური დეტალების განხილვა დაიწყეს

აშშ ირანი დროშა

ჟენევაში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები დასრულდა.

ირანის საგარეო სამინისტროს სპიკერის, ისმაილ ბაღაეის განცხადებით, მხარეები სანქციების მოხსნისა და ბირთვული საკითხების ტექნიკურ დეტალებს განიხილავდნენ.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში გვქონდა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკება როგორც ომანის საგარეო მინისტრთან, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორთან. ჩვენი შეხედულებები, მოსაზრებები და შეშფოთება სანქციების მოხსნისა და ბირთვული სფეროს კუთხით  ორივე მხარეს გადაეცა“, – განაცხადა ბაღაეიმ.

ირანის საგარეო სამინისტროს სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა „ტექნიკური დეტალების” განხილვა დაიწყეს.

„ვფიქრობ, მოლაპარაკებები გაგრძელდება და სავარაუდოდ ერთ-ორ საათში გაირკვევა, რა მიმართულებით წავა საქმე“, – აღნიშნა ისმაილ ბაღაეიმ.