1775072520
ირანსა და აშშ-ს შორის როგორც დაპირისპირება, ისე თანამშრომლობა თანაბრადაა შესაძლებელი - ირანის პრეზიდენტი
ირანმა და "ჰეზბოლამ" ისრაელზე მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანეს. ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რეგიონებში, საჰაერო განგაში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა თავშესაფარში გადასულიყო.
"ცაჰალის" პირველადი შეფასებით, ცენტრალური ისრაელის მიმართულებით, დაახლოებით 10 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. აფეთქების შემდეგ ბნეი-ბრაკში სამი ბავშვი დაშავდა.
პარალელურად, ისრაელისა და აშშ-ის გაერთიანებული ძალები, ირანის სამხედრო და ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურაზე იერიშს განაგრძობენ. აფეთქებებია თეირანში, ისპაჰანში, შირაზსა და ხორდადში. სამხედრო ობიექტებთან ერთად კოალიცია ირანის თავდაცვით მრეწველობასა და ეკონომიკის საკვანძო ობიექტებს უტევს. დარტყმები იყო სამ უმსხვილეს ფოლადის ქარხანაზე, ასევე კომპლექსზე, რომელიც ბალისტიკური რაკეტების წარმოებაზეა პასუხისმგებელი.
მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ირანის პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს მიმართა. მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, ირანსა და აშშ-ს შორის როგორც დაპირისპირება, ისე თანამშრომლობა თანაბრადაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ირანი ნებისმიერ აგრესიას გაუძლებს.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტმა მას ცეცხლის შეწყვეტა პირადად სთხოვა. ირანის საგარეო უწყებამ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. ამერიკელი ხალხისადმი მიმართვისას ფეზეშქიანს საკითხი საერთოდ არ უხსენებია.










