ირანს ბირთვული იარაღის შექმნა აღარ შეუძლია - ჯეი დი ვენსი

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნა აღარ შეუძლია მას შემდეგ, რაც აშშ-ის დარტყმებმა მისი ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

„ირანი ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა. ახლა ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა იმ აღჭურვილობით, რაც აქვს, რადგან ჩვენ ის გავანადგურეთ“, - აღნიშნა ვენსმა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა შაბათს ღამით ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე საჰაერო იერიში მიიტანა.