1734086254
ირანის უზენაესი ლიდერი ისრაელსა და აშშ-ს გამანადგურებელი პასუხით ემუქრება
ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანისგან გამანადგურებელ პასუხს მიიღებენ, განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისლამური რევოლუციის 45 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
„მტრები სიონისტური რეჟიმისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახით უსათუოდ მიიღებენ გამანადგურებელ პასუხს იმისთვის, რასაც ისინი ირანისა და ირანელი ხალხის, და აგრეთვე წინააღმდეგობის მოძრაობის წინააღმდეგ აკეთებენ“, - აღნიშნა ხამენეიმ.
მანამდე საგანგებო განცხადება გაავრცელა ხამენეის მრჩეველმა, რომლის თანახმადაც, თეირანი სავარაუდოდ გაზრდის ბალისტიკური რაკეტების მოქმედების რადიუსს და, შესაძლოა, ბირთვულ დოქტრინასაც გადახედოს.
ისრაელმა ირანზე ავიაიერიში 26 ოქტომბრის ღამე განახორციელა. ისრაელის არმიაში აღნიშნეს, რომ ეს საპასუხო დარტყმაა ირანის მიერ 1 ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე.