მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ამ ოპოზიციას მართლა უნდა ჩაუტარო განმეორებითი არჩევნები და ნახავენ, იმის ნახევარსაც ვერ აიღებენ, რაც ახლა აიღეს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. ამით ის ეხმიანება ოპოზიციის გადაწყვეტილებას მომავალ სამოქმედო სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად ორშაბათს აქციაა დაგეგმილი, სადაც ეს გეგმა გაჟღერდება.
თამარ ჩიბურდანიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია თავისი ქმედებებით იმ ამომრჩეველსაც დაკარგავს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომლებიც აქამდე უჭერდა მხარს.
„ოპოზიცია იმდენს იზამს, რომ საკუთარი ამომრჩევლები ქვების სროლას დაუწყებენ. ელვისებური ვარდნა აქვს მათ რეიტინგს სულ რამდენიმე დღეში. ჩვენ კი ველოდით ამას, მაგრამ ასეთ რეკორდულს, არა. სტუდენტები მათგან გარბიან. მიხვდნენ ბავშვები, რომ მოატყუეს. მიხვდნენ იმას, რომ ოპოზიციის ლიდერებს უცხოეთში ჰყავთ შვილები გადამალული და სხვისი შვილები შეიძლება საზარბაზნე ხორცად გაიმეტონ. და რაც მთავარია, ახალგაზრდები იმედგაცრუებულნი არიან.
ამ ოპოზიციას მართლა უნდა ჩაუტარო განმეორებითი არჩევნები და ნახავენ, იმის ნახევარსაც ვერ აიღებენ, რაც ახლა აიღეს. პოლიტიკაში ერთ ამოსუნთქვასაც ფასი აქვს. ამათ უკვე საკუთარი ამომრჩევლები ღრმად ამოასუნთქეს და ემოციისგან დაცლილი ხალხი რევოლუციისთვის აღარ გამოადგებათ. ამას კარგად ხვდებიან, თუმცა, სხვა გამოსავალი არა აქვთ.
ხელჩასაჭიდი არც გაყალბების ფაქტები აქვთ და არც მთლად დასავლეთის ორაზროვანი განცხადებები. მოკლედ, ჩვენ ველოდებით ორშაბათს, ოპოზიცია ელოდება დასავლეთს, დასავლეთი კი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს და ამასობაში რევოლუციისთვის გამზადებული ხალხი სახლში მიდის. ორ კვირაშიკი, საახალწლო ჟრიამული იწყება და „კუკარაჩას” არ იყოს, აღარავის ემახსოვრება ოპოზიციის სარევოლუციო გეგმა-გრაფიკი”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.