თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია სტუდენტებს ხვდება
1733155200
მას შემდეგ, რაც მარკ ზაკბერგის ქონებამ $200 მილიარდს მიაღწია, Meta-ს დამფუძნებელი მილიარდერთა იმ ელიტარულ კლუბს შეუერთდა, სადაც, მის გარდა, მხოლოდ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და Tesla-ს CEO - ილონ მასკი არიან. 1 ნოემბრის მდგომარეობით, $200 მილიარდს აჭარბებს Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონის ქონებაც.
გარდა იმისა, რომ ოთხივე მათგანის ქონება $200 მილიარდს აღწევს ან აჭარბებს, თითოეულს ტექნოლოგიების ინდუსტრიაც აერთიანებს. მეტიც, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, გლობალურად 10 უმდიდრესი ადამიანიდან, 8 სწორედ ამ სექტორიდანაა.
Top 10 მილიარდერი, ქონების მიხედვით (1 ნოემბერი, Bloomberg):
ილონ მასკი - $264 მლრდ
ლარი ელისონი - $204 მლრდ
ჯეფ ბეზოსი - $204 მლრდ
მარკ ზაკბერგი - $196 მლრდ
ბერნარ არნო - $169 მლრდ
ლარი პეიჯი - $142 მლრდ
უორენ ბაფეტი - $142 მლრდ
სერგეი ბრინი - $135 მლრდ
ამანსიო ორტეგა - $127 მლრდ
სტივ ბალმერი - $121 მლრდ
ამასთან, იმ 7 კომპანიიდან, რომელთა საბაზრო ღირებულებამაც ტრილიონ დოლარს მიაღწია, 6 ტექნოლოგიური სექტორიდანაა.
წყარო: bm.ge
.