ირანის შეიარაღებული ძალების სპიკერმა მიანიშნა, რომ აშშ, შესაძლოა, საკუთარ თავთან აწარმოებდეს მოლაპარაკებებს

აშშ- ირანი

ირანის სამხედრო უწყებამ მიანიშნა, რომ აშშ, შესაძლოა, საკუთარ თავთან აწარმოებდეს მოლაპარაკებებს, იმ ფონზე, როდესაც თეთრი სახლი ომის დასასრულებლად თეირანთან შეხვედრებს აანონსებს.

ირანის სამხედრო სპიკერმა, იბრაჰიმ ზოლფაქარიმ აშშ-ს მიმართა და განაცხადა, რომ „თქვენი დაპირებების ეპოქა დასრულდა“.

„თქვენი შიდა კონფლიქტების დონემ იმ ნიშნულს მიაღწია, რომ უკვე საკუთარ თავთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს?“ - იკითხა ზოლფაქარიმ, ირანის შეიარაღებული ძალების ერთიანი სარდლობის, „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის სპიკერმა.