ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ აშშ-თან დაკავშირებულ გემზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს

გემი

 ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ აშშ-თან დაკავშირებულ გემზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

ირანული მედიის თანახმად, ომანის ზღვაში ხომალდ MSC Sariska-ზე თავდასხმა იყო საპასუხო ოპერაცია იმავე რაიონში ირანულ გემ Lian Star-ზე აშშ-ის სამხედრო თავდასხმის გამო.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-თან დაკავშირებული ხომალდის წინააღმდეგ ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ რეგიონში აშშ-ის ძალების ნებისმიერ შემდგომ აგრესიას გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.