ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ 12 აპრილს ომანში აშშ-თან არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიუ გუტერეშს ესაუბრა და განუცხადა, რომ თეირანი მზადაა ისრაელის შესაძლო თავდასხმას უპასუხოს

ირანი და აშშ 12 აპრილს არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ომანში გამართავენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„ეს ისეთივე შესაძლებლობაა, როგორც გამოცდა. ბურთი ამერიკის მოედანზეა“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე ირანის მხრიდან წარმოდგენილი იქნება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, აშშ-ის მხრიდან კი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ოფიციალური თეირანი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგი შედგება.