ცნობილია, მამა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
1745839006
ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს და ირანის ლიდერისა და თანმხლები დელეგაციის დახვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში შედის 120 ადამიანი, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები, ირანისა და აზერბაიჯანის მეგობრობის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის წევრები, ასევე ირანის ჩრდილო-დასავლეთის ოთხი პროვინციის გუბერნატორები.
ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და კერძო სექტორის წარმომადგენელთა შემდგომი ვიზიტების დაგეგმვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკური კავშირების განვითარებას აღბენდ-ქალალას ხიდის გახსნის კონტექსტში, რომელიც ორმხრივი ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ელემენტი გახდება.
მანამდე ირანის საელჩოში განაცხადეს, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება აზერბაიჯანულ-ირანული ბიზნესფორუმი, იგეგმება რიგი დოკუმენტების ხელმოწერა.