"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
"ქართულ ოცნებას" ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება ჯერ არ დაუსრულებია" - ამ სათაურით სტატიას ჟურნალი "ჯეოპოლიტიკი" აქვეყნებს.
ქვეყნის ინტერესების საზიანო და მტრული - ასე აფასებს მმართველი გუნდი ღია საზოგადოების ფონდის ყოფილი მკვლევარის, ვანო ჩხიკვაძის მოსაზრებებს.
როგორც სტატიაში ივანე ჩხიკვაძე წერს, ბრიუსელმა ყველას უნდა აჩვენოს, რომ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს თან ასოცირების ევროპული პროექტიდან გავიდეს და თან ევროკავშირთან თანამშრომლობის ეკონომიკური და სავიზო უპირატესობები შეინარჩუნოს.
გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს და საქართველოს მოქალაქეები დაისახონ:
"დაუშვებელია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს, არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ იმისათვის, რომ მათ მოპარეს მთავარი ინსტრუმენტი ხელისუფლებიც ცვლილების, ეს არის მათი ხმა. თუ ვინმეზე პასუხისმგებლობის დაკისრებაა საჭირო, ეს არის პერსონალურად ის ადამიანები, ვისაც წვლილი მიუძღვის ძალადობაში, დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.