მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციაზე ირანის საპასუხო ქმედებებმა 10 ქვეყანა მოიცვა. ირანმა გამთენიისას ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქალაქებზე იერიშები განაახლა. სამიზნე ამერიკის სამხედრო ობიექტებია. იბომბება დუბაი, ბაჰრეინი და კატარი.
ირანმა დრონებით შეუტია საუდის არაბეთში უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. დრონების თავდასხმის სამიზნე იყო კვიპროსზე ბრიტანული სამხედრო ბაზაც. ირანულ შეტევებს იგერიებენ შეერთებული შტატებისა და ისრაელის საჰაერო ძალები.
ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური მისიებისა და სამხედრო ობიექტების დასაცავად სამხედრო ძალებს აძლიერებენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.