ირანი კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს

ირანი

ირანი კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს, ამის შესახებ ინფორმაციას „reuters“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ  ირანის ელჩისთვის აკრედიტაციის გაუქმებასა და უკრაინაში ირანის დიპლომატიური უწყების პერსონალის რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც გუშინ უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრები აპარატების მიწოდების საპასუხოდ მიიღეს.

ამასთან, კიევში აცხადებენ, რომ თეირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების მიერ ღიად დაფიქსირებულ ნეიტრალიტეტსა და უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.