ირანელმა სამხედროებმა ომანის ყურეში ტანკერი ხელში ჩაიგდეს

ტანკერი

ირანელმა სამხედროებმა ომანის ყურეში ხელში ჩაიგდეს ნავთობის ტანკერი, რომელიც მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ნიღბიანი შეიარაღებული პირები ტანკერზე St. Nikolas ავიდნენ და ეკიპაჟს ირანის პორტში წასვლა უბრძანეს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტანკერის კონფისკაცია მოხდა აშშ-ის მიერ 2023 წელს ამ ტანკერის და ნავთობის კონფისკაციის საპასუხოდ. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემის კონფისკაცია სანქციების დარღვევის გამო მოხდა. 

 

გემი ერაყის პორტ ბასრადან თურქეთში მიცურავდა. კომპანიის Empire Navigation-ის ინფორმაციით, ტანკერს 145 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, მის ბორტზე 18 ფილიპინელისგან და საბერძნეთის 1 მოქალაქისგან შემდგარი ეკიპაჟი იმყოფება.