,,დიპლომატიური მისიები, ევროკავშირის საელჩო გვევლინება ექსტრემიზმის წამხალისებლად" - თორნიკე ჭეიშვილი

თორნიკე ჭეიშვილი

 რუსთავი 2" ამ დრომდე ელოდება პასუხს დანიის კულტურის ინსტიტუტისა და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობისაგან, რომელიც მუსიკოს და აქტივისტს კორძის კონცერტს უკავშირდება.

შეკითხვაზე, იზიარებენ თუ არა პასუხისმგებლობას მუსიკოსთან თანამშრომლობაზე ღონისძიების მხარდამჭერი უწყებები - "კურიერის" კითხვას უპასუხოდ ტოვებენ. კონცერტი დაგეგმილია 26 სექტემბერს, ფესტივალ "კამარას" ფარგლებში, პროექტის მხარდამჭერები კი ევროკავშირის წარმომადგენლობა და დანიის კულტურის ინსტიტუტია.

რადიკალიზმის წახალისება და კერების გაღვივება იმისათვის, რომ სამოქალაქო ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება საკითხის მიმართ.

"სამწუხაროდ, კონკრეტული დიპლომატიური მისიები, ევროკავშირის საელჩო გვევლინება წამხალისებლად ექსტრემიზმისა, რადგან სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს იმ ეგრეთ წოდებული მუსიკოსის, დავუშვათ, რაღაც ტიპის "შემოქმედებას", რომელიც რეალურად ამას ყველაფერს იყენებს სიძულვილის ენის ტირაჟირებისთვის. როგორც ჩანს, მათ არ შეუცვლიათ ის მიდგომა, ის ხელწერა, რომელიც წარსულშიც ითვალისწინებდა ასეთი ტიპის დაფინანსებით სხვადასხვა კერის გაჩენას იმისთვის, რათა სამოქალაქო ჯგუფები ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ“, - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი.