ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, კეიტი პერის ფოტო, რომელმაც მომღერლის დედაც კი შეცდომაში შეიყვანა

met gala

კეიტი პერიმ Met Gala-ზე მისვლა ვერ მოახერხა, თუმცა მომღერლის მეგობრები, ფანები და დედა ინტერნეტში გავრცელებულმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილმა ფოტოებმა შეცდომაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილმა ფოტოებმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა. ფოტოზე პერი Met Gala 2024-ის თემატიკის სამოსშია გამოწყობილი.

იგივე ფოტო პერიმ თავის ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა, წარწერით „Met-ზე მისვლა ვერ მოვახერხე. ვმუშაობდი“.

მომღერალმა ასევე გამოაქვეყნა დედასთან მიმოწერის ამსახველი ფოტოებიც, სადაც დედამ Met Gala-ზე მისი ჩაცმულობა მოიწონა.